პრაქტიკული კვლევა
,, კითხვასთან დაკავშირებული
სირთულეები და მათი დაძლევის გზები I კლასში“
სსიპ ქ.რუსთავის
№15
საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
მარინა ბერიშვილი
სარჩევი:
შესავალი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -3
თავი I
- საკვლევი საკითხის მიმოხილვა
----------------------------------------------------------------------------------------------3
1.1
პრობლემა
და საკვლევი საკითხი
----------------------------------------------------------------------------------------------------3
1.2
პრობლემის
გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
------------------------------------------------------------------------------------ 5
1.3
კვლევის მიზანი------------------------------------------------------------------------------------------------------------------------5
1.4
ძირითადი
დასკვნები
------------------------------------------------------------------------------------------------------------------6
თავიII - ლიტერატურის მიმოხილვა
----------------------------------------------------------------------------------------------------7
თავიIII - კვლევის დიზაინი
------------------------------------------------------------------------------------------------------------9
3.1 კვლევის სამიზნე
ჯგუფი
--------------------------------------------------------------------------------------------------------------9
3.2 კვლევის მეთოდები
------------------------------------------------------------------------------------------------------------------10
3.3 კვლევის ვადები
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------11
თავიIV - კვლევის შედეგები
------------------------------------------------------------------------------------------------------------12
4.1 მონაცემთა ანალიზი
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------12
4.2განხორციელებულიინტერვენცია
-------------------------------------------------------------------------------------------------18
თავიV- რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება
-----------------------------------------------------------------------------19
5.1
ინტერვენციებისშეფასება
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 19
5.2 რეკომენდაციები-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------23
თავიVI -დასკვნა
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
24
თავიVII -გამოყენებული ლიტერატურა
---------------------------------------------------------------------------------------------
25
თავიVIII -დანართები
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-26
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
-------------------------------------------------------------------------------36
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი
წარმოადგენს პრაქტიკის კვლევის ანგარიშს, რომელშიც განხილულია პირველ კლასში კითხვის
პროცესში გამოვლენილი პრობლემები; აქტივობები, რომლებიც ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად
დაიგეგმა; ჩატარებული ინტერვენციები; შედეგები
და დასკვნები.
ნაშრომი მოიცავს ექვს თავს. I თავში მოცემულია
საკითხის მიმოხილვა, პრობლემა და მისი გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, კვლევის მიზანი
და ძირითადი დასკვნები; II თავი ეთმობა ლიტერატურის განხილვას; III თავში კვლევის დიზაინია
განხილული: კვლევის სამიზნე ჯგუფი, მეთოდები და ვადები; IV თავში საუბარია კვლევის
შედეგებზე: ანალიზსა და ინტერვენციებზე; V თავი მოიცავსქმედების/ინტერვენციების შეფასებას
და რეკომენდაციებს; VI თავი ეთმობა დასკვნას; VII თავი - გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს; VIII
თავი კი დანართებს აერთიანებს.
თავი I- საკვლევი საკითხის
მიმოხილვა
1.1 პრობლემა და საკვლევი საკითხი
როგორც საერთაშორისო
კვლევებით დასტურდება, მოზარდთა წიგნიერების დონე საქართველოში საშუალოზე დაბალია.
დაწყებით კლასებში წაკითხული ტექსტის შინაარსის გააზრებისა და გადმოცემის მიხედვით,
მსოფლიოს რამოდენიმე ათეული ქვეყნიდან საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. წიგნიერება
არა მხოლოდ წერისა და კითხვის, არამედ, ისეთი უნარების განვითარებასაც გულისხმობს,
რომლებიც შესაძლებელს ხდის სასკოლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოსწავლის წარმატებას.
პედაგოგთა და მკვლევართა უმეტესობა თვლის, რომ ტექსტთან მუშაობის ცოდნა/უნარი განათლების
მიღების ძირითადი საყრდენია და ბევრ ქვეყანაში სასკოლო პრაქტიკის ორიენტირი სწორედ
ამ უნარის განვითარებაზეა აღებული.
სწავლების დაწყებითი საფეხური კითხვის
უნარის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს. სწორედ ამ პერიოდიდან ხდება როგორც კითხვის
ეფექტური სტრატეგიების დაუფლება, ისე წაკითხული ტექსტის გააზრება, ძირითადი აზრის წვდომა, დასკვნების გამოტანა, მიზეზ-შედეგობრივი
კავშირების დანახვა და სხვა.
როგორც კვლევებით
დასტურდება, იმ მოსწავლეებს, რომელთაც დაწყებით საფეხურზე კარგად ისწავლეს კითხვა და
წერა, უმაღლესი განათლების საფეხურზე უკეთესი მიღწევები აქვთ. ამ ასაკის ზემოთ კითხვის
სწავლება ერთიორად მძიმე და პრობლემატური ხდება, რასაც ერთგვარ ჩაკეტილ წრემდე მიჰყავს
აღმზრდელობითი პროცესი, ვინაიდან, კითხვის მოტივაცია უშუალოდაა დაკავშირებული კითხვის
უნარების განვითარებასთან. როცა ბავშვი იწყებს კითხვის პროცესის თანმდევ პრობლემებთან
შეჯახებას, ეწყება დისკომფორტი, რაც მისი მოტივაციის გაქრობის საფუძველი ხდება. ( პაატა
პაპავა წიგნიერების შესახებ.http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2-civil2-01-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4----4---0-1l--11-en-00---10-en-50--00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-10-0-11-1-1utfZz-8-00&cl=CL2.29&d=HASH9ad2e405a03578bdfc5822.3.3>=1)
ამრიგად, კითხვის
უნარის განვითარებაზე ზრუნვა პირველი კლასიდანვე უნდა დავიწყოთ. ეს არის კარგი პერიოდი
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შეცდომები და საფუძველი ჩავუყაროთ იმას, რამაც ზედა
კლასებში უნდა ჰპოვოს შემდგომი განვითარება.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით გადავწყვიტე
კვლევის ჩატარება ჩემ პირველკლასელ მოსწავლეებთან, რადგან, ვთვლი, რომ ეს საკითხი ამ ეტაპზე
ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია ჩვენს კლასში. კითხვის შესწავლისას, სასწავლო
წლის დასაწყისში, ჩემი დაკვირვებითაც და მშობლებთან საუბრებიდანაც ნათლად გამოიკვეთაპრობლემები,
რომელთა დროული დიაგნოსტირება დამეხმარება მათ აღმოფხვრაში. საკვლევი თემისსათაური კი ასე ჩამოვაყალიბე:,, კითხვასთან
დაკავშირებული სირთულეები და მათი დაძლევის გზები I კლასში“.
1.2 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
ადამიანის ცხოვრების
სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სირთულე იჩენს ხოლმე თავს და ამ სირთულეების მოსაგვარებლად
გადადგმული პირველი ნაბიჯები დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია ყველასთვის.მოსწავლეთა
ცხოვრებაში კი ეს პერიოდი მაშინ დგება, როდესაც კითხვის შესწავლას იწყებენ. მათთვის
არაა მარტივი ფონემების ბგერებად გაერთიანება, ბგერების - სიტყვებად გამთლიანება, სიტყვების
ცნობა და მისი მნიშვნელობის გაგება, საბოლოოდ კი წინადადების შინაარსის წვდომა, ხოლო
ზოგიერთისთვის კი ეს პროცესი განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს. ამას ემატება რთული
სიტყვების შესწავლაც, რომლებიც ან ექვსი და მეტი ასოსგან შედგება, ან - თანხმოვანთა
კომპლექსისგან შედგება, ან - რთულად გასაგებია, ზოგჯერ კი რამოდენიმე მათგანის სინთეზსაც
წარმოადგენს და ა. შ. კითხვასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს აკადემიური
წარუმატებლობა, ხელი შეუშალოს სწავლისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას. პირველკლასელთათვის
კი სწავლაში წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. მათი ასაკისთვის დამახასიათებელი მაღალი
თვითშეფასების ფონზე წარუმატებლობის ნეგატიურმა განცდამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს
მათივე დამოკიდებულება სასწავლო აქტივობების მიმართ.
1.3 კვლევის მიზანი
ამ მიმართულებით
არაერთი კვლევა ჩატარებულა, თუმცა კვლევა ეს არ არის მხოლოდ წამოჭრილი პრობლემების
იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების ძიება-პოვნა და პრაქტიკაში დანერგვა, არამედ
ახალი იდეების, ინოვაციების, საკუთარი პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების
განსავითარებლად ჩატარებული ღონისძიებაა.
ვფიქრობ, საკვლევი საკითხი მეტად მნიშვნელოვანი და
აქტუალურია როგორც მოსწავლეთა კითხვის უნარის ხელშეწყობისათვის, ისე ჩემი, როგორც მასწავლებლის
ზრდისა და განვითარებისთვის. მოცემულ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი პედაგოგიური
საქმიანობისათვის, ერთგვარი გამოწვევაცაა, რადგან პირველად მიხდება მსგავს სირთულესთან
შეხება. შევეცდები, ჩატარებული კვლევა იყოს ნაყოფიერი და დადებითად აისახოს ჩემი მოსწავლეების
კითხვის გაუმჯობესებაზე. ფუნდამენტური საფუძვლები კი, რაზეც ეს კვლევა უნდა განხორციელდეს,
შემდეგია:
v
მოვახერხო პრობლემის დიაგნოსტირება და მივიღო სათანადო ზომები
მათ აღმოსაფხვრელად;
v
კვლევის შედეგების მიხედვით შევცვალო სწავლების სტრატეგიები;
v
ჩემ
მიერ სწორად გატარებულმა ღონისძიებებმა ცხადყოს სხვა საჭიროებების გამოვლენაც, რომელთა
დროული სკრინინგიც აგვარიდებს კლასში სწავლასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ პრობლემებს;
v
უფრო
გავაღრმავო მოსწავლეებში წიგნის სიყვარული, კითხვა გახდეს სასიამოვნო პროცესი და ხელი
შეეწყოს მათი შემეცნებითი, შემოქმედებითი, მხატვრულ-ესთეტიკური და კრიტიკული აზროვნების
განვითარებას;
v
ჩემი პრაქტიკის კვლევის შედეგები გავაცნო კოლეგებს.
საკვლევი საკითხიდან გამომდინარე, გამოვყავი
შემდეგი ქვეკითხვები:
v
გამოვარკვიო,
რა შემთხვევაში ავლენენ ბავშვები ეფექტური კითხვის უნარებს?
v
რაუშლისხელსმოსწავლესმთლიანისიტყვისამოკითხვაში?
v
როგორ
დავხვეწო კითხვის ტექნიკა ჩემს პირველკლასელ მოსწავლეებში?
v
როგორ
ჩავრთო მშობლები უფრო აქტიურად სასწავლო პროცესში მოსწავლეთა კითხვის პროგრესისათვის?
1.4 ძირითადი დასკვნები
ვფიქრობ,
ჩატარებული კვლევა უნდა დამეხმაროს გამოვკვეთო ის პრობლემები, რომლებიც თან ახლავს
კითხვის შესწავლის პროცესს, რომლებიც, სავარაუდოდ განსხვავებული იქნება,რა თქმა უნდა,
მათ გადასაჭრელად განსხვავებული გზები უნდა მოიძებნოს და სასწავლო პროცესში გამოყენებული
მეთოდები და აქტივობები უნდამოერგოს მოსწავლეთა საჭიროებებს.
თავი II - ლიტერატურის მიმოხილვა
თანამედროვემსოფლიოშიკითხვასაკვანძოსაკითხი და ყველაზეარსებითიფაქტორიანებისმიერისაგნისშემთხვევაში, რომელიცმნიშვნელოვნადგანაპირობებსადამიანისწარმატებას.
საერთაშორისოდ აღიარებული
სტანდარტის მიხედვით, კითხვის ადრეულ ეტაპზე გამოყოფენ ხუთ ძირითად კომპონენტს, რომლებიც
გადამწყვეტ როლს ასრულებენ კითხვის პროცესში. ესენია: ფონოლოგიური ცნობიერება, ანბანური
პრინციპის გაგება, გაწაფული კითხვა, ლექსიკის დაუფლება და წაკითხულის გააზრება. ეს
კი სულაც არაა მარტივი პროცესი პირველკლასელი ბავშვისთვის. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ
მათი ასაკისთვის დამახასიათებელ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს: სწრაფად კარგავენ
პირველი სასკოლო დღის ეიფორიას, იღლებიან მალე, უჭირთ ნებელობითი ყურადღების და მეხსიერების
მართვა. ამიტომ, ,,ბავშვის სწავლების პროცესი ჯადოსნურ შუალედში უნდა მიმდინარეობდეს,
როცა სწავლა მათთვის არც მოსაწყენი იქნება და არც ძალიან რთული“ (მ. მელიქიშვილი 2012) ამრიგად, გავითვალისწინებთ რა ამ ასაკის მოსწავლეთა
ფსიქო-სოციალურ განვითარებას, ეს ჯადოსნური შუალედი უნდა მოვიპოვოთ სწორად შერჩეული
და მრავალფეროვანი აქტივობების მეშვეობით. რადგან, მრავალწლიანი კვლევის შედეგებმა
აჩვენა, რომ პირველ კლასში სიტყვების ცნობის და ტექსტის გაგების უნარი მნიშვნელოვნად
განაპირობებს მათ მიერ მომდევნო წლებში წაკითხული მასალის რაოდენობასა და ხარისხს.
დაახლოებით ორმოცდაათი წელია, რაც მეცნიერები
აქტიურად ეძებენ წერა-კითხვის ეფექტურ საშუალებებს. ჯეიმს სქუაერის აზრით, მოსწავლეებში
საჭირო ცოდნისა და კომპეტენციების განვითარება კითხვაში დამოკიდებულია არა იმდენად
სწავლის სტრატეგიებზე, რამდენადაც მდიდარ სასწავლო გარემოზე (1995.21) ანდერსონი და
ჰერმანი ამტკიცებენ, რომ მოსწავლე, რომელიც იაზრებს რას კითხულობს, კითხულობს მეტს
(Anderson and all, 1988). ფილდინგი და პირსონი საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით გვეუბნებიან,
- იმისათვის, რომ მოსწავლემ კარგად შეძლოს წაკითხულის გააზრება, აუცილებელი პირობაა
ინტენსიური კითხვა (Filding & Pirson, 1994). ამრიგად, იმისათვის, რომ მოსწავლემ
შეძლოს კითხვის უნარის განვითარება, ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა ფაქტორი, როგორც
მდიდარი წიგნიერი გარემო, ისე სწორად შერჩეული ლიტერატურა და რა თქმა უნდა, სისტემატიური
მუშაობა.
განუზომლად დიდი წვლილი შეიტანა კითხვის
უნარის განვითარების გზაზე ,,G-PRIED“-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტმა, რომელიც
აქცენტს დიფერენცირებულ სწავლებაზე აკეთებს და მოიცავს სწავლა-სწავლების სხვადასხვა
ინოვაციურ მეთოდს. ,,კითხვის სწავლებისთვის განმასხვავებელი ინსტრუქციები ჰგავს ზღვაოსნობის
მოსამზადებელ თავგადასავალს. ხომალდის კაპიტანი გამოავლენს ეკიპაჟის თითოეული წევრის
თავისებურებას და ნიჭს...მასწავლებელი არის კაპიტანი, რომელიც განსაზღვრავს მკითხველის
მოგზაურობის კურსს...მშვიდი ზღვაოსნობისთვის“. (კეროლინ ჩეპმენი, რიტა კინგი - ,,კითხვის
სწავლების განსხვავებული სტრატეგიები სხვადასხვა საგანში, 2008) ამრიგად, დიფერენცირებული
მიდგომა კითხვის სწავლების პროცესში წარმატების
მიღწევის კიდევ ერთი საშუალებაა .
ეროვნულსასწავლოგეგმაშივხედავთ, რომწიგნიერებაპირველადგილზეაპრიორიტეტულგამჭოლკომპეტენციათაშორის. კითხვის უნარის
განვითარება წიგნიერების საფუძველია,
რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების
აუცილებელ პირობას წარმოადგენს(ეროვნული
სასწავლო გეგმა, 2011-2016).
„სწავლება“ ცოდნისგადაცემისორგანიზებულიპროცესია. ამპროცესშიმონაწილეობსმასწავლებელიდამოსწავლე. სწავლებისერთიანიპროცესისხელმძღვანელფიგურასმასწავლებელიწარმოადგენს. თუმცა წარმატებული სწავლება გულისხმობს მასწავლებლის მიერ
ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომელთა საშუალებითაც მოწავლე არა პასიური, არამედ
აქტიური ფიგურა ხდება, ხოლო მასწავლებელი - დამხმარე.
თუსხვადასხვალიტერატურულწყაროებსგადავავლებთთვალს,
დავრწმუნდებით, რომკითხვისშესწავლისპროცესებზებევრიგანსხვავებულიფაქტორიახდენსგავლენას.
განსაკუთრებითაღსანიშნავია
ამმხრივადრეულიგანათლება.
მაგალითად, „მასწავლებლისწიგნში“ (ჯანელიძე.ალაბარტყავა, 2014
) ვკითხულობთ, რომმკვლევარებიხაზსუსვამენწიგნთანურთიერთობისმნიშვნელობასადრეულასაკში.
კითხვისმიმართმოსწავლის/ადამიანისდამოკიდებულებახშირადგანპირობებულიაიმით, თურამდენადინტენსიურადჰქონდამას,
ჯერკიდევსკოლამდელასაკში,
ნაბეჭდმასალებთანშეხება,
ანურამდენადხშირადუკითხავდნენმასუფროსებიწიგნებს.
აქედანგამომდინარე, შეიძლებადავასკვნათ, რომკითხვისუნარისგანვითარებისშეფერხებისერთ-ერთიმიზეზი, რიგშემთხვევებში, არასაკმარისიდაარასათანადოსწავლებაა.
მონოტონური და ერთფეროვანი სწავლების პროცესი განსაკუთრებით დამღლელი და უინტერესოა
პირველკლასელისთვის. ამიტომ, მასწავლებელმა სწორად უნდა წარმართოს
სასწავლო პროცესი კითხვითი წიგნიერების განვითარების გზაზე:
ü წიგნებით;
ü თანატოლებთანურთიერთობით;
ü მშობლებთანურთიერთობით;
ü დაკვირვებით, აუდიო/ვიდეომასალით;
ü ინტერნეტით;
ü კეთებით;
ü ტესტით/დავალებით;
ü საკუთარიგამოცდილებითდაა.შ.
ამრიგად, კვლევის
პროცესში გავეცანი სხვადასხვა ლიტერატურას და ჩემთვის ნათელი გახდა, რომ კითხვის შესწავლის
პროცესი ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ადამიანი
ცალკე ინდივიდია და განსხვავებულია მათი კოგნიტური, ფიზიკური და ფსიქო-სოციალური განვითარება,
განსხვავებული იქნება მათი კითხვის შესწავლის პროცესში წამოჭრილი პრობლემებიც. ძირითადად
კი, როგორც სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, ბარიერს სუსტი მკითხველებისთვის წარმოადგენს
სიტყვების მარაგის, დეკოდირების, გაგების და მოტივაციის ნაკლებობა.
თავი III - კვლევის დიზაინი
3.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი
1) Iგ კლასის მოსწავლეები;
2)
Iგ კლასის მოსწავლეთა
მშობლები.
3.2 კვლევის მეთოდები
კვლევის
მეთოდებიდან გამოვიყენე ჩართული (აღწერითი, ფოკუსირებული და შერჩევითი
დაკვირვება); ფოკუსჯგუფი (ჯგუფური ინტერვიუ); ანკეტირება.
აღწერითი დაკვირვება: მოსწავლეთა კითხვის პროცესზე დასაკვირვებლად შევქმენი ,,კვლევის დღიური“,
სადაც ორი კვირის განმავლობაში ვინიშნავდი
მათ შედეგებს. როგორც გაირკვა, პირველკლასელთა გარკვეული რაოდენობა ჩამორჩებოდა
ესგ-ით გათვალისწინებულ ქართული ენის სტანდარტს.
ფოკუსირებული დაკვირვება:დაკვირვების მეორე ეტაპზე ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირებები,
რომლის მიზანიც იყო შემემოწმებინა: როგორი იყო მოსწავლეთა ფონოლოგიური ცნობიერება;
რამდენად კარგად ამოიცნობდნენ სიტყვებს დეკოდირებით; რამდენად იაზრებდნენ წაკითხულს.(იხ.დანართი
8) როგორც ტესტირების შედეგებით გაირკვა, ფონოლოგიური უნარის არასაკმარისად განვითარების
გამო, მოსწავლეთა ნაწილს უჭირდა სიტყვების დეკოდირება და წაკითხული ტექსტის გაგება.
ფოკუსირებული დაკვირვების შედეგები აღვწერე ჩემს მიერ შექმნილ მოსწავლეთა მონიტორინგის
ფორმაში.
მომდევნო თვეების განმავლობაში, შერჩევითი
დაკვირვებისეტაპზე, მოსწავლეებს ვთავაზობდი სხვადასხვა აქტივობებს კითხვის
ტექნიკის სრულყოფისათვის, პარალელურად კი ვატარებდი ტესტირებებს და შედეგებს კვლავ
აღვწერდი ჩემს დღიურში(იხ.დანართი 1, 2, 3, 4)
ფოკუსჯგუფი (ჯგუფური
ინტერვიუ) :
კვლევის პერიოდში დავიხმარე ფოკუსჯგუფიც, რომელიც მჭირდებოდა უფრო მეტი ინფორმაციის
მოსაპოვებლად, რათა სწორად განმესაზღვრა და მიზანმიმართულად წარმემართა შემდგომი ეტაპები.
წინასწარმომზადებულიკითხვებისდახმარებით
(იხ.დანართი 5), ფოკუსჯგუფის მეთოდით ვიმუშავერისკ ჯგუფისმოსწავლეებთან. მისიმიზანიიყომიმეღო მოსწავლეებისგან ინფორმაცია,თურამდენადწიგნიერგარემოშიიზრდებოდნენ, როგორიიყომათიკითხვისადმიმოტივაცია.მოსწავლეთაინტერვიუზედაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომმათგააჩნიათ
საკმარისი ინტერესიკითხვისმიმართ, მიუხედავად წარმოქმნილი პრობლემებისა
(იხ.დანართი 6).
თვისებრივი კვლევა
დამეხმარა გამომეკვლია სამიზნე ჯგუფის მოსაზრებები, მოტივაცია, ანუ, მიმეღო შინაარსობრივად
ბევრად მდიდარი ინფორმაცია, ვიდრე ამის შესაძლებლობას რაოდენობრივი კვლევა მომცემდა.
თვისებრივი კვლევის შემდგომ რაოდენობრივი
კვლევის დროც დადგა. ამისთვის გამოვიყენე ანონიმური ანკეტირებამშობლებისთვის. რადგან,
ვფიქრობ, ასეთი ტიპის ანკეტის უპირატესობა ის არის, რომ რესპოდენტი უფრო გულწრფელია,
მისი პასუხები - უფრო ზუსტი და სანდო (იხ.დანართი 7).
3.3 კვლევის ვადები
აქტივობა
|
სექტემბერი
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
პრობლემის იდენტიფიცირება
|
+
|
+
|
+
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის გეგმის შემუშავება
|
|
|
|
+
|
|
|
|
|
|
|
მონაცემთა შეგროვებადა ანალიზი
|
|
|
|
+
|
+
|
|
|
|
|
|
ინტერვენციის დაგეგმვა
|
|
|
|
|
|
+
|
|
|
|
|
ინტერვენციის განხორციელება
|
|
|
|
|
|
+
|
+
|
+
|
+
|
|
შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
|
|
|
|
+
|
|
პრეზენტაცია
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
+
|
თავი IV - კვლევის შედეგები
4.1 მონაცემთა ანალიზი
დაკვირვების შემდგომ, მონაცემთა ანალიზისას, გამოიკვეთა
რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
ა)7 მოსწავლეკითხვისმიმართულებითჩამორჩებოდა ესგ-ითგანსაზღვრულ I კლასისქართულიენისადალიტერატურისსტანდარტს;
ბ) აღნიშნულმოსწავლეებსსათანადოდარჰქონდათგანვითარებულიფონოლოგიურიუნარები და უჭირდათ სიტყვების დეკოდირება;
გ) მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს უჭირდაამოკითხული სიტყვების
გაგება;
დ) დაბალი იყო მოსწავლეთა მოტივაცია. მათ ნაწილს არ
უყვარდა კითხვა, რადგან მათივე თქმით, ძნელი იყო და მოსაწყენი;
ე) ჩემი კლასის ყველა მოსწავლე იზრდებოდა წიგნიერ გარემოში;
ვ) თითქმის ყველა მათგანს მოსწონდა, როდესაც სხვები
უკითხავდნენ. ამის მიზეზად კი ასახელებდნენ, რომ ამგვარად უკეთ იგებდნენ, მეტი დრო
რჩებოდათ სათამაშოდ და რომ ზოგიერთი წიგნის შინაარსი თავად ვერ გაიგეს, თუმცა უნდოდათ
თავადაც ისე კარგად ეკითხათ, როგორც უფროსებს.
დადებითი შედეგები მაჩვენა მშობელთა ანკეტირებამაც. მათი პასუხები დანართების
სახითაა მოცემული. (იხ. დანართი 7)
ანკეტირების შედეგები:
1)
როგორ
ფიქრობთ, არის თუ არა ჩვენი ეპოქის პრობლემა წიგნიერების დონის შემცირება?
2)
რა
ასაკიდანაა საჭირო წიგნიერების განვითარებაზე ზრუნვა?
3)
აქვს
თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა სკოლასა და ოჯახს შორის მჭიდრო თანამშრომლობას?
4)
რამდენად
ახერხებს წაკითხულის დამოუკიდებლად გაგებას თქვენი შვილი?
5)
გიზიარებთ
თუ არა თქვენი შვილი წაკითხულის შთაბეჭდილებებს?
6)
გთხოვთ
თუ არა ბავშვი მისთვის საყვარელი ნაწარმოების წაკითხვას?
7)
ეხმარება
თუ არა თქვენს შვილს განმეორებითი კითხვა ტექნიკის სრულყოფაში?
8)
ხომ
არ შემოგვთავაზებთ ნაცად სტრატეგიას, რომელიც ეხმარება თქვენს შვილს ტექსტის უკეთ გაგებაში?
- ამ კითხვაზე მშობელთა ნაწილმა გვიპასუხა, რომ ტექსტის რამოდენიმეჯერ წაკითხვა ყველაზე
უკეთ ეხმარებათ, ნაწილმა ნაწარმოების ირგვლივ მსჯელობა აღნიშნა, ხოლო მათი უმრავლესობა
აღნიშნავდა, რომ სავსებით კმაყოფილია სწავლების დონით და განსხვავებულს ვერაფერს შემოგვთავაზებს.
როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეთა დიდი ნაწილი ავლენდა კითხვისადმი
ინტერესს . სწორად და მიზანმიმართულად დაგეგმილი აქტივობების შემთხვევაში, რომელთაც
მშობლებთან ერთად სკოლასა და სახლში ერთად განვახორციელებდით, შევძლებდი იმ სირთულის
დაძლევასაც, რაც კვლევის შედეგად გამოვლინდა.
4.2
განხორციელებული ინტერვენცია:
კვლევის შედეგებიდან გამომდინარეშევიმუშავე შემდეგი ინტერვენციები:
v
გავცნობოდი
სხვადასხვა ლიტერატურას კითხვის სწავლების ეფექტური მეთოდების შესახებ;
v
შემექმნა
წიგნიერი გარემო და გამეზარდა მოსწავლეთა მოტივაცია;
v
გამომეყენებინა
მრავალფეროვანი აქტივობები ფონოლოგიურისა და დეკოდირების უნარების გასავითარებლად;
v
გამომეყენებინა
დიფერენცირებული მიდგომები სასწავლო პროცესში;
v
უფრო
აქტიურად მეთანამშრომლა მშობლებთან;
v
მეწარმოებინამოსწავლეთაკითხვის შედეგებისრეგულარული მონიტორინგი.
მართლაც,
გადავიკითხე უამრავი მეთოდოლოგიური ლიტერატურა საკლასო აქტივობების უკეთ დასაგეგმად, გავეცანი
ცნობილი ფილოსოფოსებისა და პედაგოგების ნაშრომებს. შეუძლებელია არ აღინიშნოს ,,G-PRIED”-ის დაწყებითი განათლების პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი
ცოდნა და გამოცდილება შემძინა.
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა დაინახონ, რომ კითხვა
ერთგვარი გართობაა, რომელსაც მოაქვს პროგრესი. წიგნი არ უნდა ასოცირდებოდეს ცუდ ემოციასთან.
არ არის მარტივი იმ რეალობაში, როცა ბავშვს უამრავი გასართობი აქვს, კითხვა ვუქციოთ
სასიამოვნო პროცესად, თუმცა არა - შეუძლებელი. საკლასო ოთახში შევქმენი მაქსიმალურად
წიგნიერი
გარემო, სადაც სისტემატურად ვკითხულობდით
თავად მათ მიერ არჩეულ კლასგარეშე სახელმძღვანელოებს. სულ პირველად კი მოსწავლეთა ინტერესის
გასაღვივებლად დამეხმარა ,,G-PRIED”-ის როგორც დიდი, ისე პატარა წიგნები. მათი არჩევანის
პატივისცემას უკეთესი შედეგი მოჰქონდა ჩართულობის კუთხით. მოტივაციაწარმატებულ მკითხველად
ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოტივირებულ მოსწავლეს კითხვის პროცესი
სიამოვნებას ანიჭებს და დროთა განმავლობაშიიზრდება, როგორც კარგი მკითხველი.
სწავლის პერიოდში ვიყენებდი თითქმის ყველა იმ სტრატეგიასა
და მეთოდს, რომელიც ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებსგანუვითარებდა ჩემს მოსწავლეებს, რადგან იგი
კითხვის საფუძველს წარმოადგენს და მას უნდა მოჰყვეს დეკოდირების უნარის, ორთოგრაფიის
განვითარება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება.http://kargiskola.ge/myadmin/ckeditor/ckfinder/userfiles/files/tavi%202_%20fonologiuri%20unar-chvevebi.pdf
დავიწყე დიფერენცირებული სწავლების დანერგვა, რათა
განმესაზღვრა მოსწავლეთა რეალური შესაძლებლობები და საჭიროების მიხედვით წარმემართა
სასწავლო პროცესი, ხოლო პარალელურად ვაწარმოებდი შედეგების მონიტორინგს.
მიმაჩნია, რომ მოსწავლის წარმატების უმნიშვნელოვანესი
ბერკეტია ის სამკუთხედი, რომელსაც მოსწავლე-მშობელი-მასწავლებელი ქმნის. ამიტომ, დავიწყე
უფრო ინტენსიური თანამშრომლობა მშობლებთან.სისტემატიურად ვუცვლიდით ერთმანეთს ინფორმაციას
მოსწავლის კითხვის პროგრესის ან შემაფერხებელი ფაქტორების შესახებ; შევთავაზე, ყოველდღიურად,
შეძლებისდაგვარად, 10-15 წუთი ეკითხათ ბავშვებისთვის, რომელ ნაწარმოებსაც თავად სთხოვდნენ
პატარები და ეწარმოებინათ კალენდარი;ვაწვდიდიშესაბამისლიტერატურასმშობელთასასწავლოპროცესშიჩართვასთანდაკავშირებით; ასევე, გავაცანი ლუფსის მეთოდი, რომელიც გულსხმობს პრობლემური
ადგილების მონიშვნას და მასზე ორიენტირებას. მშობლები ინტერესით შეხვდნენ შეთავაზებულ
სიახლეებს.
რეგულარულადვახდენდიმოსწავლეთაკითხვის მიმდინარეშედეგებისმონიტორინგს. ჩემიმიზანიიყოდროულადშემეფასებინაკითხვისსწავლებისპროცესისძლიერიდასუსტი მხარეებიდამოსწავლეთასწავლისპროგრესი, რათადამეგეგმადაეფექტურადწარმემართაჩემიშემდგომიმუშაობა.
თავიV - რეკომენდაციები და ინტერვენციების შეფასება
5.1 ინტერვენციების შეფასება
შეფასების მიზანი იყო, დამედგინა, რამდენად სწორი და ეფექტური კურსი ავიღე მოსწავლეთა
კითხვის უნარის პროგრესისათვის, რის მონიტორინგსაც რეგულარულად ვაწარმოებდი. რამ განიცადა
პროგრესი და რა საჭიროებდა გაუმჯობესებას .
v მეთოდოლოგიურილიტერატურა დამეხმარა სწორად განმეხორციელებინა და მოსწავლეთა საჭიროებებზე
მომერგო დაგეგმილი აქტივობები.
v მოსწავლეთათვის წიგნიერი გარემოს შექმნა და მოტივაცია
წიგნიერი გარემო მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსწავლის
კარგ მკითხველად ჩამოყალიბებას. ის, რის გამოც კითხვა უსიამოვნო საქმიანობად გადაიქცევა,
ასაკისთვის შეუსაბამო წიგნია. ამიტომ, სწორად და მიზანმიმართულად შექმნილი წიგნიერი
გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კითხვის შესწავლის გზაზე. კითხვის უნარის განვითარების პირველივე ეტაპზე
ვიყენებდი ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა: ზღაპრების მოყოლა და კითხვების მეშვეობით
გაგება-გააზრების შემოწმება; ხატვა და ნამუშევრების პრეზენტაცია თანაკლასელებისათვის;
დასათაურება და ა. შ. ვცდილობდი, წიგნები, რომლებიც კლასში უნდა წაგვეკითხა, ყოფილიყო
ილუსტრირებული და ისეთი შინაარსის, რომელზეც წინარე ცოდნა ექნებოდათ. ეს ბავშვების
მოტივაციის ამაღლების კიდევ ერთი ხელისშემწყობი იქნებოდა. აქტივობა: ,,ჩემი წიგნის
ხუთი წუთი“ დიდი ინტერესით სარგებლობდა კლასში. მოსწავლეებს ყოველდღე მოჰქონდათ საკუთარი
გემოვნებით შერჩეული წიგნები და აცნობდნენ თანაკლასელებს მის შინაარსს, ვკითხულობდით
და ვმსჯელობდით წაკითხულის გარშემო. სასწავლო პროცესი გაახალისა და მრავალფეროვანი
გახადა ,,როლურმა თამაშებმაც“.
მნიშვნელოვანია,
რომ ბავშვებს ხშირად აჩუქონ წიგნები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც მათი ინტერესის
სფეროშია მოქცეული. ჩემი კლასის გოგონები პრინცესების ამბებით, ხოლო ვაჟები - გამოცანებით
დაინტერესდნენ, როდესაც ერთმა მათგანმა თანაკლასელებს გააცნო საკუთარი ზღაპრების წიგნი,
მეორემ კი- გამოცანების კრებული მოიტანა, უფრო აქტიურად დაიწყეს კითხვა. სულ მოკლე
ხანში კი პატარა ამბების წერასაც მიჰყვეს ხელი.
v
ფონოლოგიური
უნარ-ჩვევები და დეკოდირებაორი
უმთავრესი წინაპირობაა კითხვის უნარის დაუფლებაში წარმატების მისაღწევად. სწორად
განხორციელებული ფონოლოგიური სავარჯიშოები და ენის ბგერითი სისტემის ღრმად
გაცნობიერება დაეხმარა ბავშვებს სიტყვებისა და ლექსიკური მარაგის დაუფლებაში,
რამაც ნელ-ნელა გაუმარტივა მათ კითხვა.ინტენსიურად ვმუშაობდით შემდეგი მიმართულებით: სიტყვებს
ვშლიდით მარცვლებად; ვკითხულობდით მრავალმარცვლიან
სიტყვებს, შემდეგ ვანაცვლებდით, ვაშორებდით მარცვლებს და შემდეგ სხვადასხვა კომბინაციით
ვკითხულობდით; ამასთანავე, ვმუშაობდით უცნობი სიტყვების გააზრებასა და უცხო ტერმინების
განმარტებაზე. ანბანისა და სიტყვების სწავლების პერიოდში მნიშვნელოვნად დამეხმარა კითხვის
ვარიაციები. კითხვის ტექნიკის სრულყოფისათვის ვიყენებდი სხვადასხვა მეთოდს და აქტივობას.
ჩემი დაკვირვებით, ყველაზე უკეთ დამეხმარა განმეორებითი კითხვა, რომელიც საშუალებას
აძლევდა მოსწავლეებს გაეზარდათ სიტყვების რაოდენობა , კითხვის სისწრაფე და უფრო თავდაჯერებულნი
გამხდარიყვნენ.
v
მოსწავლის
ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება
კითხვის შესწავლის პერიოდში მოსწავლეთა ინდივიდუალური
საჭიროებების სკრინინგმა და დიაგნოსტირებამსაშუალება მომცა ამეღო ისეთი ეფექტური კურსი,
რომელმაც კონკრეტულად მოუტანამათ წარმატება და ფრაზა: ,,ვიცი, რომ ვერ ვკითხულობ სწორად“,
გარდაიქმნა ფრაზად: ,,მე შემიძლია კითხვა!“ (კეროლინ ჩეპმენი, რიტა კინგი - ,,კითხვის
სწავლების განსხვავებული სტრატეგიები სხვადასხვა საგანში, 2008)
რისკ ჯგუფისმოსწავლეებშიფონოლოგიურიუნარებისდა სიტყვების დეკოდირების განვითარების
მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
v
სკოლასა
და მშობელს შორის მჭიდრო თანამშრომლობა
მოსწავლის
სასწავლო პროცესში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რომ სკოლასა
და ოჯახს შორის სისტემატიური და პოზიტიური კავშირია და წარმატებების გაზიარებისა თუ სირთულეების ერთად დაძლევის გზების
ძიება რომ პოზიტიურად აისახება ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე, ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა
ჩატარებულმა კვლევამ. ყველა მშობელი აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში, რამაც
წარმატებისკენ დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა პატარებს კითხვის შესწავლის გზაზე.
v
მოსწავლეთა
პროგრესის უწყვეტი მონიტორინგი
მოსწავლეთა
სასწავლო პროგრესზე დაკვირვებამ, მიზნობრივმა დახმარებამ და სათანადო უკუკავშირმაუზრუნველყო
მათი წარმატებას. ამიტომ, საჭიროა მონიტორინგიგანხორციელდეს ესგ-ისსტანდარტითგათვალისწინებულიაღნიშნულიმიმართულების შედეგებისმიხედვით.
5.2 რეკომენდაციები:
ჩატარებულმა
კვლევამ ცხადყო, რომ კითხვის პროცესი მართალია სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა
შესაძლებელია მათი გადაჭრის გზების პოვნა. ამისათვის კი აუცილებელი პირობაა:
v
წიგნიერიგარემოდა მოტივაცია - როგორც
კვლევებით დასტურდება, წიგნიერგარემოშიაღზრდამოსწავლეთათვისკითხვისშესწავლისმაღალიმოტივატორიდაკარგმკითხველადჩამოყალიბებისერთ-ერთიმნიშვნელოვანიფაქტორია.
v მოსწავლისინდივიდუალურსაჭიროებებზემორგებულისწავლება - იმიტომ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია თავისი ფიზიკური თუ
კოგნიტური განვითარებით და მიწოდებული მასალა არ უნდა აღმოჩნდეს ბარიერი
კითხვისკენ მიმავალ გზაზე.
v მასწავლებელისადამშობლისმჭიდროთანამშრომლობა - უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელთა ერთობლივი, მიზანმიმართული
აქტივობები განაპირობებს მოსწავლის აკადემიურ წარმატებას.
v მოსწავლისპროგრესისუწყვეტიმონიტორინგიდაშეფასება - ეხმარება მასწავლებელს სწორი და საჭირო აქტივობების დაგეგმვის შემდგომ
მოსწავლეთა სწავლის პროცესზე დასაკვირვებლად.
თავიVI
დასკვნა
საკუთარი პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ,რომ ჩემს პირველკლასელ მოსწავლეთათვის
კითხვის შესწავლა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული: სათანადოდ არ ჰქონდათ განვითარებული
ფონოლოგიური და სიტყვათა დეკოდირების უნარ-ჩვევები,არიყოგათვალისწინებულითითოეულიმოსწავლისსწავლისსტილიდაგანვითარებისტემპი, თუმცა ჩემს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა
ვფიქრობ, გარკეული შედეგი გამოიღო. სამომავლოდ, საკვლევ თემად საინტერესო იქნება,
თუ როგორ შეუძლიათ წაკითხული ტექსტის წერილობითი სახით გადმოცემა.
სასურველი იქნება, თუ კვლევის
გაზიარება დაეხმარება ჩემ კოლეგებს თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი
პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ეს მნიშვნელოვანდახმარებასგაუწევს მათ I კლასისმოსწავლეებსაც კითხვის ეფექტური უნარ-ჩვევის გამომუშავებაში, ფონოლოგიური უნარ-ჩვევების ფორმირებისა და
სიტყვების დეკოდირების შესწავლის გზაზე, რაც საბოლოო ჯამში მოსწავლეთა მოტივაციის
გაზრდასა და კითხვის პროცესში მაქსიმალურ ჩართვას უზრუნველყოფს.
თავიVII
გამოყენებული ლიტერატურა(ბიბლიოგრაფიისდამოწმება)
1.
ეროვნული
სასწავლო გეგმა (2011-2016) - ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი, თბილისი, 2011
2.
გზამკვლევი მასწავლებლებისთვის 2011-2016 წლების ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით, ქართული ენა და ლიტერატურა ( I-VIკლასები), ავტორები: თ. ჯაყელი, ი. სამსონია, ნ. დობორჯგინიძე,
თ. ცერაძე და სხვები, თბილისი, 2011
3. წიგნიერება - მასწავლებლის სახელმძღვანელო-პაატა პაპავა; თამარ ჭანტურია;
[თბ. შპს ,,მწიგნობარი’’] 2012 წელი
4. ქეთევან ჭკუასელი. ივანე ჭკუასელი. პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები. გამომცემლობა
„ინტელექტი“. თბილისი 2012წ
5. Chapman, C., & King, R. (2008). Differentiated
instructional management: Work smarter, not harder. Thousand Oaks, CA:
Corwin
ელექტრონულირესურსები:
v
http://mastsavlebeli.ge/?p=2563
v
კარგისკოლა- საგანმანათლებლოვებპორტალისრესურსები.
თავიVIII -
დანართები
დანართი 1
ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის
გაგება და გამოყენება.
3- ავლენს
მაღალდონეზე; 2- ავლენს საშუალოდონეზე ; 1 - ავლენს სუსტად;
მოსწავლის სახელი და გვარი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს;
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ ხატებს, პოულობს საერთო
მარცვლებს, ასოებს;
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში
– ასოებს;
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ასოებისაგან,მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ცნობს ანბანის ყველა ასოს.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი 2
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი
კოდის გაშიფვრა.
3- ავლენს მაღალდონეზე; 2- ავლენს საშუალოდონეზე ; 1 - ავლენს სუსტად;
მოსწავლის სახელი და გვარი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად,
სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით)კითხულობს მარტივი
წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს;
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი 3
ქარ.
I. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული
/ მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.3- ავლენს
მაღალდონეზე; 2- ავლენს საშუალოდონეზე ;
1 - ავლენს სუსტად;
მოსწავლის სახელი და გვარი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ხატავს/აფერადებს მოსმენილი/წაკითხული ნაწარმოების პერსონაჟს;
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სათამაშოების/ნივთების კიდობნიდან ამოარჩევს საგნებს, რომლებიც წაკითხული
/ მოსმენილი ტექსტის მთლიან შინაარსს / ცალკეულ ეპიზოდს ეხმიანება და ხსნის, რატომ
აირჩია ესა თუ ის ნივთი;
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ნაწარმოების მოსმენის/წაკითხვის შედეგად მიღებული შთაბეჭდილების, აღძრული
გრძნობების/ემოციების გადმოსაცემად ქმნის კოლაჟს მის მიერ შეგროვებული მასალით (ფოთლებით, ყვავილებით, ხის ტოტებით და ა.შ.);
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ქმნის მთლიანი ზღაპრის ან ცალკეული ეპიზოდის ილუსტრაციებს;
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სხვა მოსწავლის მიერ შექმნილ ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ნაცნობ ზღაპარს
/ მოთხრობას / ლექსს.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი 4
ქართ. I. 5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს
ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
·
ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა
რაოდენობას;
·
მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ან სურათებზე
ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც შეიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას/ზეპირ მარცვალს;
·
მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის
სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას ერთი რკალით ½, ორმარცვლიანს - ორი რკალით
½½ და ა.შ.);
·
ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას
(დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის
გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
·
მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს და სიმბოლური
ნიშნით აღნიშნავს მათს რაოდენობას (მაგ., წითელქუდა ბებიასთან წავიდა – სამი ხაზი:
________ ________ ___________);
·
სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად;
·
განარჩევს მსგავსი ჟღერადობის მარცვლებს/სიტყვებს;
·
სიტყვის სათანადო მარცვალში პოულობს ბგერის ადგილმდებარეობას
(მარცვლის დასაწყისში, შუაში, ბოლოში).
დანართი 5
ინდივიდუალური დაკვირვების ფორმა
მოსწავლე:
------------------------------------------
თვე
|
თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს
|
ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ ხატებს, პოულობს საერთო
მარცვლებს, ასოებს
|
ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს
|
ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად
|
სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში
– ასოებს
|
ასოებისაგან,მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას
|
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას
|
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით)კითხულობს მარტივი
წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს
|
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი6
ინტერვიუსკითხვებიმოსწავლეებისთვის:
1.
გიყვარს
თუ არა წიგნების კითხვა?
2. რომელი უფრომოგწონს - ზღაპრები, მოთხრობები, ლექსები, გამოცანებითუსხვა?
3. გახსოვს
წიგნი, რომელიც პირველად წაიკითხე?
4. რომელია
შენი საწყვარელი წიგნი?
5.
ვინ
გიკითხავს ყველაზე ხშირად?
6.
რა
უფრო მოგწონს, როდესაც სხვა გიკითხავს, თუ თავად როცა კითხულობ? რატომ?
7.
შენ
თუ წაგიკითხავს ვინმესთვის?
8.
უყვები ვინმეს წაკითხულის შესახებ?
9. რა გიადვილდება/გიძნელდება კითხვის დროს?
10. შენი აზრით, რაში გჭირდება ყველაზე მეტად
დახმარება?
დანართი 7 კითხვარი მშობლებისთვის
1.
როგორ
ფიქრობთ, არის თუ არა ჩვენი ეპოქის პრობლემა წიგნიერების დონის შემცირება?
ა) დიახ ბ) არა გ) ნაწილობრივ
2.
რა
ასაკიდანაა საჭირო წიგნიერების განვითარებაზე ზრუნვა?
ა) დაახლოებით
1 წლიდან ბ) სკოლამდელ პერიოდში გ) I
კლასიდან
3.
აქვს
თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა სკოლასა და ოჯახს შორის მჭიდრო ურთიერთობას მოსწავლეთა
წიგნიერების დონის ამაღლებაში?
ა) დიახ ბ) არა გ) ნაწილობრივ
4.
რამდენად
ახერხებს დამოუკიდებლად წაკითხულის გაგება-გააზრებას თქვენი შვილი?
ა) იგებს ზუსტად ბ) იგებს ნაწილობრივ გ) ვერ იგებს
5.
გიზიარებთ
თუ არა თქვენი შვილი წაკითხულის შთაბეჭდილებებს?
ა) დიახ ბ) არა გ) იშვიათად
6.
გთხოვთ თუ არა ბავშვი მისთვის საყვარელი ნაწარმოების წაკითხვას?
ა) დიახ ბ) არა გ) იშვიათად
7.
ეხმარება
თუ არა თქვენს შვილს განმეორებითი კითხვა ტექნიკის სრულყოფაში?
ა)
დიახ ბ) არა გ) ნაწილობრივ
8.
ხომ
არ შემოგვთავაზებთ ნაცად სტრატეგიას, რომელიც ეხმარება თქვენს შვილს ტექსტის უკეთ გაგებაში?
მადლობას გიხდით კვლევაში მონაწილეობისთვის!
დანართი 8
ტესტი
1.
დააკავშირე
ნახატებთან სიტყვები:
ღრიალებს
|
|
ხილია
|
|
ცურავს
|
|
2.
დააკავშირე
მარცვლები:
კა
|
ვი
|
თა
|
ბა
|
და
|
ლი
|
თოვ
|
ფა
|
3.
გადახაზე
არასწორი სიტყვა:
რვეული, მაგიდა, საშლელი,
კალამი, მერხი
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
სსიპ ქ. რუსთავის N 15 საჯარო სკოლის Iგ
კლასში ჩავატარე კვლევა, რომლის თემად ავირჩიე ,, კითხვასთან დაკავშირებული სირთულეები
და მათი დაძლევის გზები I კლასში“. კვლევის მიზანი იყო ჩემს კლასში კითხვის პროცესთან დაკავშირებული პრობლემების
შესწავლა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დადგენა. რადგან განხორციელებულმა ინტერვენციებმა დადებით შედეგებამდე გამიყვანა, ვფიქრობ, საინტერესო
უნდა იყოს კვლევის შედეგების კოლეგებისთვის გაცნობა. ამისთვის გავაკეთე პრეზენტაცია
power point- ში და კოლეგებს გავაცანი დაწყებითების კათედრაზე.
ჩემი აზრით, პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია,
განსაკუთრებით პარალელური კლასების მასწავლებლებში, რადგან აღმოჩნდა, რომ ისინიც ხშირად
აწყდებიან წინამდებარე კვლევაში აღწერილ პრობლემებს თავიანთ პედაგოგიურ პრაქტიკაში.
მათგან მივიღე საინტერესო რჩევა, რომ ჩემი მუშაობა განმეგრძო ელექტრონული წიგნების
მეშვეობით, რადგან პატარებს მოსწონთ მრავალფეროვანი რესურსები და უფრო მეტ დაინტერესებას
გამოიწვევს მათში.
კოლეგებმა გამოთქვეს სურვილი, რომ თავადაც ჩართულიყვნენ
შემდგომი კვლევების პროცესებში, რაც ერთი მხრივ, აამაღლებდა მოტივაციას მოსწავლეებში
კითხვის უნარებისა და წიგნიერების განვითარებისთვის და მეორეს
მხრივ, დაეხმარებოდათ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში.
საინტერესოა თემაც და პრობლემის გადაჭრის გზებიც.
ОтветитьУдалить