четверг, 29 октября 2015 г.

III დღე

                                                                         

               მესამე დღეც ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი იყო.შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი,რისთვისაც დაგვჭირდა პროექტის მოკლე მონახაზის გაკეთება,ჩავსვით შესაბამისი ინდიკატორები,განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები,ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით ასევე განვსაზღვრეთ გაწერილი აქტივობების დონე.გავეცანით მიზნების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.
               კარგად გავიაზრე თუ როგორ უნდა გავწერო პროექტი.
               მადლობა ჩვენს ტრენერს დღევანდელი დღისთვის.

среда, 28 октября 2015 г.

ინტელის ტრენინგის პირველი და მეორე დღე


           გავეცანით სახელმძღვანელო საიტს-essentiele.ge. ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობასა და რაობაზე, დეტალურად გავეცანით საქაღალდის შექმნას,დავასათაურეთ იგი,ჩამოვტვირთეთ მასალები და დავახარისხეთ.განვიხილეთ თითოეული მათგანი.ასევე,განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

           განვიხილეთ სასწავლო პროექტების ეფექტურად დაგეგმვა-პროექტი და მისი ძირითადი კომპონენტები,შევქმენით ბუკლეტები და ბლოგი.

            ინტელის სასწავლო კურსი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესოა,რომელიც აუცილებლად დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში.მასალა ჩემთვის დასაძლევია,თუმცა აუცილებლად ვსაჭიროებ მეტ მუშაობას.