среда, 18 ноября 2015 г.

IX დღე

             დღევანდელი დღე ჩვენი პროექტების პრეზენტაციას დაეთმო.იყო საინტერესო და მრავლისმომცველი.
             მთელი ტრენინგი რომ შევაჯამე,აღმოვაჩინე,რომ პროექტი სასწავლო პროცესის განუყრელი ნაწილია და შევეცდები ხშირად გავახალისო და გავამრავალფეროვნო ჩემი პრაქტიკა.
             მადლობა მარეხს,რადგან ენერგიას არ იშურებს და მუდამ მზადაა დახმარებისთვის.

понедельник, 16 ноября 2015 г.

VIII დღე

              საინტერესო გამოვიდა დღევანდელი დღეც: განვიხილეთ მოდულები,რესურსები,მოსწავლეთა გაზეთის პრეზენტაციის გეგმის ნიმუში.
              ყველაზე საინტერესო მაინც ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა იყო...მადლობა დღევანდელი დღისთვის.

понедельник, 9 ноября 2015 г.

VI დღე

          ისევ საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე იყო,როგორც ველოდი: როდესაც განვიხილეთ word-ის დოკუმენტის ჩასმა პრეზენტაციაში,მას შემდეგ დავიწყეთ გაზეთის შექმნა.მივყევით ყველა იმ აქტივობას,რომელსაც განახორციელებდა ერთი რომელიმე ჯგუფი.წარმოიდგინო თავი საკუთარ მოსწავლედ,წერო და ისაუბრო როგორც პატარამ,გადმოიხედო მათი თვალსაწიერიდან,საინტერსოც იყო და მნიშვნელოვანიც.აუცილებლად შევადარებ ამ ორ ნამუშევარს ერთმანეთს.                                   მადლობა საინტერესო დღისთვის.

  



четверг, 5 ноября 2015 г.

v დღე

            დღეს ვიმუშავეთ წყვილებში-გავაცანით ერთმანეთს პროექტის მონახაზი,გავუკეთეთ კომენტარები,გავეცანით პროცედურების მნიშვნელობას.
            საინტერესო იყო ბლოგზე მუშაობაც: შევქმენით გვერდები,ავარჩიეთ ფონი,ვისწავლეთ ლინკის ჩასმა,ფოტოების შემოტანა და ზოგადად,ჩვენი ბლოგის ფორმატირება.
            დღე ისევ საინტერესო და ნაყოფიერი იყო. შევეცდები,რომ შესწავლილი მასალა აქტიურად გამოვიყენო.

понедельник, 2 ноября 2015 г.

IV დღე

            განვიხილეთ საშინაო დავალება,გავასწორეთ შეცდომები.გავეცანით  ასევე პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასებას,გავიაზრეთ შეფასების გამოყენება პროექტით სწავლებისას,ვისაუბრეთ წინარე ცოდნის აუცილებლობაზე,შევავსეთ პრეზენტაციის გეგმის შაბლონი გეგმის შაბლონის დახმარებით.
           დღევანდელი შესწავლილი მასალა დასაძლევი აღმოჩნდა ჩემთვის.მალობა ჩვენს ტრენერს.

четверг, 29 октября 2015 г.

III დღე

                                                                         

               მესამე დღეც ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი იყო.შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი,რისთვისაც დაგვჭირდა პროექტის მოკლე მონახაზის გაკეთება,ჩავსვით შესაბამისი ინდიკატორები,განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები,ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით ასევე განვსაზღვრეთ გაწერილი აქტივობების დონე.გავეცანით მიზნების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.
               კარგად გავიაზრე თუ როგორ უნდა გავწერო პროექტი.
               მადლობა ჩვენს ტრენერს დღევანდელი დღისთვის.

среда, 28 октября 2015 г.

ინტელის ტრენინგის პირველი და მეორე დღე


           გავეცანით სახელმძღვანელო საიტს-essentiele.ge. ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობასა და რაობაზე, დეტალურად გავეცანით საქაღალდის შექმნას,დავასათაურეთ იგი,ჩამოვტვირთეთ მასალები და დავახარისხეთ.განვიხილეთ თითოეული მათგანი.ასევე,განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

           განვიხილეთ სასწავლო პროექტების ეფექტურად დაგეგმვა-პროექტი და მისი ძირითადი კომპონენტები,შევქმენით ბუკლეტები და ბლოგი.

            ინტელის სასწავლო კურსი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესოა,რომელიც აუცილებლად დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში.მასალა ჩემთვის დასაძლევია,თუმცა აუცილებლად ვსაჭიროებ მეტ მუშაობას.